ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ქადაგიშვილი: ეტაპობრივად აღდგა თითქმის ყველგან გაზის მიწოდება, ელექტროენერგია ყველგან მიეწოდება. სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ირაკლი ქადაგიშვილი:   ეტაპობრივად აღდგა თითქმის ყველგან გაზის მიწოდება, ელექტროენერგია ყველგან მიეწოდება. სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში, სტიქიით შედეგად მიყენებული ზარალის გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უმოკლეს დროში მოხდა კავკასიონის ქუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში, სტიქიით შედეგად მიყენებული ზარალის გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უმოკლეს დროში მოხდა კავკასიონის ქუ…

თელავში, სტიქიით შედეგად მიყენებული ზარალის გაწმენდით და სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ უმოკლეს დროში მოხდა კავკასიონის ქუჩის სრულად გათავისუფლება.

მისი თქმით, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც შეეხება არხის და გზების ხელახლა მშენებლობას.

"პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ერთ დღეში მოხდა გზების გახსნა. ახლა ეტაპობრივად აღდგა თითქმის ყველგან გაზის მიწოდება, ელექტროენერგია ყველგან მიეწოდება. ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დასასრულისკენაც წავა. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც შეეხება არხის და გზების ხელახლა მშენებლობას, აგრეთვე ყველა იმ მიმდებარე ინფრასტრუქტურის ახლიდან აღდგენას, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს