ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ანასეულის ბაზაზე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევი…

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ანასეულის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა იოსებ ბასილიამ დამსწრე საზოგადოებას ანასეულის ცენტრის საქმიანობა, კვლევითი მიმართულებები, თანამედროვე ლაბორატორიული შესაძლებლობები და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები გააცნეს.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა და ლაბორატორიის წარმომადგენლებმა ფერმერებისთვის ლაბორატორიის შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სფეროში აქტუალურ საკითხებზე თემატური მოხსენებები წარადგინეს.

შეხვედრის ფარგლებში შპს „ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეულსა“ და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, ინფორმაციის გაცვლის, საერთაშორისო პროექტებში თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით კვლევების განხორციელებას ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა ანასეულის ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს, გაეცნენ ცენტრში მიმდინარე კვლევით საქმიანობასა და თანამედროვე ლაბორატორიულ შესაძლებლობებს.

ღონისძიებას გურიის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აგრარული სფეროს სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს