ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრებმა მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრებმა მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის წევრებმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე სამუშაოე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის წევრებმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე სამუშაოე…

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის წევრებმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე სამუშაოები და შემდეგ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ შტაბის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

შეხვედრას დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მამუკა ბურდიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები.

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს