ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 7

ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან

ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგები…

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

„პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული“, – განაცხადა სოხაძემ.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი კახეთში, თელავში, წუხელ განვითარებული სტიქიის ზონაში ჩავიდნენ.

მინისტრები ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას, დაათვალიერეს დაზიანებული ტერიტორიები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

სტიქიის ზონაში ასევე იმყოფებიან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი და გელა სამხარაული, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანგებო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას აფასებენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის მიზნით მობილიზება გაუკეთა 70 ერთეულამდე მძიმე ტექნიკას, მათ შორის ბობკატებს, თვითმცლელებს, გრეიდერებსა და ექსკავატორებს. ტექნიკა სტიქიის სალიკვიდაციო შტაბთან კოორდინაციით ეტაპობრივად გადანაწილდება იმ ლოკაციებზე, სადაც მისი გამოყენება ყველაზე მეტად არის საჭირო.

„შესაბამისი უწყებები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ, რათა დაზიანებული ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადაში აღდგეს და მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოიფხვრას.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისი უწყებები ადგილობრივი ხელისუფლებისა და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის კოორდინაციით აგრძელებენ გზების გაწმენდას, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს