ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

დავით სონღულაშვილი – ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩართულია, რათა სტიქიით მიყენებული ზიანი მოკლე ვადაში იყოს შეფასებული და აღმოფხვრილი, აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი ღონისძიებები

დავით სონღულაშვილი – ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩართულია, რათა სტიქიით მიყენებული ზიანი მოკლე ვადაში იყოს შეფასებული და აღმოფხვრილი, აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი ღონისძიებები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. „მნიშვნელოვანია რეაგირ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. „მნიშვნელოვანია რეაგირ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან ერთად, თელავში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.

„მნიშვნელოვანია რეაგირება, რასაც სახელმწიფო აკეთებს. ყველა შესაბამისი სამინისტრო ჩართულია, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადაში იყოს ზიანი შეფასებული და აღმოფხვრილი. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აღდგენითი ღონისძიებები. მდგომარეობის შესაფასებლად დილიდან ადგილზე მუშაობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი და სწავლობენ შექმნილ მდგომარეობას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თელავში არსებული ვითარების შესასწავლად, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილიც იმყოფებოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს