ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ცოტნე ანანიძე ფილადელფიის კარატეს კლუბის 20-წევრიან დელეგაციას შეხვდა

ცოტნე ანანიძე ფილადელფიის კარატეს კლუბის 20-წევრიან დელეგაციას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ფილადელფიის კარატეს კლუბის 20-წევრიან დელეგაციას შეხვდა. ცოტნე ანანიძემ, კლუბის დამფუძნებელთან, მთავარ ინსტრუქტორთან - გიორგი ელიზბარაშვილთან და მამუკა გელაძესთან შეხვედ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ფილადელფიის კარატეს კლუბის 20-წევრიან დელეგაციას შეხვდა. ცოტნე ანანიძემ, კლუბის დამფუძნებელთან, მთავარ ინსტრუქტორთან - გიორგი ელიზბარაშვილთან და მამუკა გელაძესთან შეხვედ…

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე ფილადელფიის კარატეს კლუბის 20-წევრიან დელეგაციას შეხვდა.

ცოტნე ანანიძემ, კლუბის დამფუძნებელთან, მთავარ ინსტრუქტორთან - გიორგი ელიზბარაშვილთან და მამუკა გელაძესთან შეხვედრისას, აჭარის სპორტულ პოტენციალსა და მსგავსი ვიზიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე პატარა სპორტსმენებს მიესალმა, წარმატება და კარიერული წინსვლა უსურვა.

თავის მხრივ, ფილადელფიის კარატეს კლუბის წევრებმა მასპინძლებს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კარატეს კლუბი პენსილვანიის შტატ ქალაქ ფილადელფიაში ფუნქციონირებს. კლუბში 100-ზე მეტი ახალგაზრდა ვარჯიშობს, მათ შორის ქართველი ემიგრანტებიც. სპორტსმენების უმეტესობა, შტატის საერთაშორისო

ტურნირების და ამერიკის პრიზიორია.

ფილადელფიის კარატეს კლუბის დელეგაცია ბათუმს სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ეწვია. შეჯიბრში „ბათუმი ოუფენი - 2026“ შვიდი ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს