ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო

სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთის ტრად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთის ტრად…

სახელმწიფო რწმუნებულის თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე სახელმწიფო რწმუნებულის გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთის ტრადიციული ტურნირი დაიწყო. გახსნის ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაესწრო.

ტურნირში იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები მონაწილეობენ.

ჩემპიონატის ფარგლებში, სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე, ერთმანეთს ხონის და სამტრედიის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრე, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ტურნირი სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შეჯიბრების დასასრულს გამარჯვებული გუნდი სახელმწიფო რწმუნებულის თასს დაეუფლება, ხოლო პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.

ასევე, გამოვლინდებიან ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო გოლეადორი, საუკეთესო მეკარე და უხუცესი მონაწილე.

სპორტული ღონისძიების მიზანია რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს შორის გუნდური მუშაობის, კოლეგიალური ურთიერთობების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს