ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება - კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება - კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. უკვე აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმებიდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. უკვე აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმებიდ…

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

უკვე აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეფერხებებია ელექტრომომარაგების პროცესში.

კვლავ გადაკეტილია ვარდოშვილის ქუჩა. მოძრაობა მას შემდეგ აღდგება, რაც სპეციალისტების დასკვნა გახდება ცნობილი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. სამუშაოები დაიწყება სოფლებშიც, სადაც ადიდებულმა მდინარეებმა ნაკვეთები დატბორა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე ამბობს, რომ ქალაქში ყველა კომუნალური სერვისი აღდგენილია, პრობლემა რჩება სოფლის ხევები.

"კავკასიონის ქუჩისა და სეხნიაშვილის ქუჩის კვეთაზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. თუმცა, გაწმენდითი სამუშაოები დაგეგმილია მთლიანად 13 კილომეტრიან მონაკვეთზე თელავის ხევის. შემდგომ, რა თქმა უნდა, დაგეგმილია პროექტირება და რეაბილიტაცია აღნიშნული ხევის, სათავე ნაგებობიდან ალაზნის შესართავამდე. ქალაქში ყველა კომუნალური სერვისი აღდგენილია, პრობლემა რჩება სოფლის ხევები. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის უკან სტიქია მოხდა მთლიანად თელავის მუნიციპალიტეტში, მაგრამ პრიორიტეტი გაკეთდა თელავის ხევზე, ვინაიდან, ეს ქმნიდა მოსახლეობისთვის საშიშროებას. ხევები უქმნიდა საშიშროებას სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს და შემდგომში, რა თქმა უნდა, ეს პრიორიტეტის მეორე ეტაპი იყო. დღეს, მობილიზებული იქნება კისისხევში, შალაურის ხევში და კურდღელაურის ხევში მძიმე ტექნიკა, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები," - აცხადებს პლატონ კალმახელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს