ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 5

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მე-3, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მე-3, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მე-3, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება. აღნიშნული გზის ლანჩხუთი-ლესას 6 კმ-იანი ახალი გზა 2025 წლის ბოლოს გაიხსნა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მე-3, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება. აღნიშნული გზის ლანჩხუთი-ლესას 6 კმ-იანი ახალი გზა 2025 წლის ბოლოს გაიხსნა…

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მე-3, 12 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოძრაობა ახლა გზაზე გადაერთვება. აღნიშნული გზის ლანჩხუთი-ლესას 6 კმ-იანი ახალი გზა 2025 წლის ბოლოს გაიხსნა

პროექტი, საერთო ჯამში, 12 კმ. სიგრძის 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებდა. ახალი გზა გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: გვიმბალაირს, ქვემო ჩიბათს და ნიგოეთს გადის

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა

აღნიშნული გზა საერთაშორისო მნიშვნელობის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილია და საერთო ჯამში, 52 კმ-იანია – იწყება ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზიდან და სრულდება გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან

მესამე მონაკვეთის სრულად გახსნის შემდეგ, სამტრედია-გრიგოლეთის 42.5 კმ-იანი მონაკვეთი ექსპლუატაციაში იქნება შესული, დარჩენილ 9.5 კმ-იან მონაკვეთზე კი მოძრაობის გახსნა მომავალ წელს არის დაგეგმილი

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტისა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში 324.6 მილიონი ლარით დაფინანსდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს