ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 5

„აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში

„აღდგენილია როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება“ - რა ვითარებაა ამ დროისთვის თელავში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექ…

თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიური რეჟიმით გრძელდება. ქვა-ღორღისგან იწმინდება კავკასიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია. თელავის ხევზე კი ნაპირსამაგრ სამუშაოებში ათობით ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. სტიქიის ზონაში მცხოვრებ აბონენტებს და მიმდებარე სოფლებს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ შეფერხებით აქვს. წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი, თუმცა საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, ადგილობრივებს წყალს სპეციალური ავზების საშუალებით აწვდიან.

ქალაქის მასშტაბით ყველგან გადაადგილება შესაძლებელია, თუმცა გამონაკლისია ვარდოშვილის ქუჩა, რომელიც მესამე დღეა რისკების გამო, პოლიციამ გადაკეტა და ამ მიმართულებით ავტომობილებით მოძრაობა აკრძალულია. ქუჩა სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გაიხსნება.

„აღდგენილია მთლიანად როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება. რამდენიმე სოფელში სავარგულებია დატბორილი, მოსახლეობას დაუზიანდა ვენახები“, - განაცხადა თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს