ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ზურაბ პატარაძე საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრ "ბეთლემზე": სიტყვა იქცა საქმედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა იწყება

ზურაბ პატარაძე საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრ "ბეთლემზე": სიტყვა იქცა საქმედ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა. "ნამდვილად შეიძლება ითქვას, რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა. "ნამდვილად შეიძლება ითქვას, რ…

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრის შესახებ საუბრობს, რომლის მშენებლობას ოფიციალურად საფუძველი დღეს ჩაეყარა.

"ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ბევრჯერ ნაფიქრი, დიდი შრომა ჩადებული, მომზადებული პროექტი იქცა რეალობად. იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის მშენებლობა, რასაც ჰქვია საქველმოქმედო, ძალიან დიდი პროექტი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შშმ ბავშვებსაც ექნებათ შესაძლებლობა აქ ისწავლონ, აქ მიიღონ შესაბამისი სერვისები, იყოს კარგი გარემო და სრულად ადაპტირებული," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ცნობისთვის, ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი შენდება. მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩადეს. 11 500-ს კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება მოხუცთა და შშმ პირთა თავშესაფარი. ცენტრს შეეძლება 24-საათიანი მომსახურებით 150 ბინადარი მიიღოს. ასევე, მოეწყობა დღის ცენტრი მოხუცებისთვის და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ინკლუზიური სწავლების ჯგუფით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს