ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

ტანას აღკვეთილში საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა

ტანას აღკვეთილში საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ტანას აღკვეთილში, დაახლოებით 10 986 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ზუსტი საზღვრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ტანას აღკვეთილში, დაახლოებით 10 986 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ზუსტი საზღვრ…

ტანას აღკვეთილში, დაახლოებით 10 986 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაცული ტერიტორიების შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.

დემარკაციის დროს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან იმიჯნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზების ანძები და სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც დაცული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არ არის.

სადემარკაციო სამუშაოები ტარდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.

ტანას აღკვეთილი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაარსდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს