ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული: გაიწმინდა მისასვლელი გზა და იწმინდება დამცავ დამბებამდე იმისათვის, რომ დაიწყოს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული: გაიწმინდა მისასვლელი გზა და იწმინდება დამცავ დამბებამდე იმისათვის, რომ დაიწყოს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში სტიქიიდან მეხუთე დღესაც სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ამ ეტაპზე, იწმინდება თელავისხევის კალაპოტი. დაწყებულია სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაჭრა, სადაც დამცავი დამბებია მოწყობილი. "ხევიდან ფაქტობრივად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში სტიქიიდან მეხუთე დღესაც სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ამ ეტაპზე, იწმინდება თელავისხევის კალაპოტი. დაწყებულია სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაჭრა, სადაც დამცავი დამბებია მოწყობილი. "ხევიდან ფაქტობრივად…

თელავში სტიქიიდან მეხუთე დღესაც სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ამ ეტაპზე, იწმინდება თელავისხევის კალაპოტი. დაწყებულია სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაჭრა, სადაც დამცავი დამბებია მოწყობილი.

"ხევიდან ფაქტობრივად დასრულებულია ამოღება ნაშალის, ახლა მიმდინარეობს გატანა უკვე ამ ამოღებული მასის, ასევე გრძელდება კალაპოტის ფორმირების და ამოწმენდის სამუშაოები სათავეზე და ქვედა ნაწილში გულგულის სიახლოვეს", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

ერთ-ერთ დამბამდე მისასვლელი გზა უკვე სრულად გაიწმინდა, რაც ძლიერი ნალექის შემთხვევაში დატბორვის საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის მოწოდების შეფერხების სრულად აღმოსაფხვრელად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.

"გაიწმინდა მისასვლელი გზა და იწმინდება დამცავ დამბებამდე იმისათვის, რომ დაიწყოს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, რათა დაიგეგმოს სამუშაოები ისე როგორც დამბების რეაბილიტაციის საჭიროების შემთხვევაში. ასევე, ნატანის მასის კუთხით, რათა მოსალოდნელი სამომავლო სტიქიის შემთხვევაში რისკები იყოს მაქსიმალურად გათვლილი", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს