ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას. შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაული–ახალდაბის სარწყავი არხის მოვლა-შენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას. შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაული–ახალდაბის სარწყავი არხის მოვლა-შენ…

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრი“ აგრძელებს სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის განხორციელებას.

შუახევის მუნიციპალიტეტში ბარათაული–ახალდაბის სარწყავი არხის მოვლა-შენახვის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.

აღნიშნულ არხზე მოეწყო ფოლადის და გოფრირებული მილები. ბარათაული–ახალდაბის სარწყავი არხის საერთო სიგრძე 8.40 კილომეტრს შეადგენს. განახლებული სარწყავი სისტემით ისარგებლებს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭალის, ახალდაბისა და წყაროთის 123 ოჯახი, რაც ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო ეფექტიანად აწარმოონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება აგროსერვის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, ფერმერთა მხარდაჭერასა და სასოფლო-სამეურნეო მიწების პროდუქტიულობის ზრდას.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები გიორგი ფანცხავა, არჩილ ბერიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს