ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ბათუმის N4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

ბათუმის N4 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული ბათუმის №4 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. 550 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული ბათუმის №4 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. 550 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებუ…

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული ბათუმის №4 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

550 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა ახალ სასწავლო წელს სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო. ასევე, მოწესრიგდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიური გარემოს შექმნას.

რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოებიც, მათ შორის, სახურავისა და გარე კედლების დათბუნება, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებასა და შენობაში სითბოს შენარჩუნებას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს