ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა

საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. აღნიშნულ მომსახურებას მუნიციპალიტეტში აქამდე შპს „საჩხერის წყალკანალი“ ახორციე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. აღნიშნულ მომსახურებას მუნიციპალიტეტში აქამდე შპს „საჩხერის წყალკანალი“ ახორციე…

საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. აღნიშნულ მომსახურებას მუნიციპალიტეტში აქამდე შპს „საჩხერის წყალკანალი“ ახორციელებდა.

ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანი საჩხერის წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის კომპანიის ოპერირების სისტემაში ინტეგრირების პროცესს და იმ ძირითად ამოცანებს, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას, მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნებასა და თანამშრომელთა გამოცდილების ეფექტიანად გამოყენებას.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ პროცესის მიმართ სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების უფრო ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მისი თქმით, ყველა დაგეგმილი პროცესი ეტაპობრივად, კოორდინირებულად და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეტაპობრივად შეაფასებს მუნიციპალიტეტში არსებულ ტექნიკურ და საოპერაციო მდგომარეობას, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი სამუშაოების მიმართულებები. ცვლილების მიზანია ერთიანი მართვისა და მომსახურების სტანდარტების დანერგვა, ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა და მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი, საიმედო და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს