ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შექმნილია შტაბი, რომელიც ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლენტეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა. მათ შორის, ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი, გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო, დროები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა. მათ შორის, ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი, გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო, დროები…

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და მეწყრულმა პროცესებმა არაერთ სოფელში შექმნა პრობლემა. მათ შორის, ჩოლურისა და ლაშხეთის თემის 30-მდე სოფელი, გზის ჩავარდნისა და ღვარცოფის გამო, დროებით გარე სამყაროს მოწყდა. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა. მობილიზებული არიან რეგიონული სამსახურები.

„ამ ეტაპისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს და დამატებით, წმენდის პროცესში ორი ერთეული მძიმე ტექნიკა ჩაერთვება. ცენტრალური საავტომობილო გზის გახსნის შემდგომ დავიწყებთ შიდასასოფლო გზების გაწმენდით სამუშაოებს, ასევე შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი, რომელიც ადგილზე ითვლის ზარალს. მოსახლეობასთან მაქსიმალური კონტაქტი გვაქვს და ვაკონტროლებთ აღნიშნულ პროცესს“, - განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გაზდელიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს