ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 11

რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ

რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების…

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამის შესახებ მან სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება პრობლემებზე ღიად საუბარი და საზოგადოების წინაშე მათი გამჭვირვალედ წარმოჩენაა.

„ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს წლების განმავლობაში გაჭიანურებული პროექტები. ეს ნამდვილად სერიოზული გამოწვევაა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ამიტომ, თუ პროექტზე თუნდაც მცირედი ხარვეზი გამოვლინდება, კონტრაქტორს მისი გამოსწორება საკუთარი ხარჯებით უწევს. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებმა მიიღონ მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, ხარჯთეფექტურობა მხოლოდ პროექტის დაბალ ფასად განხორციელებას არ ნიშნავს. მისი თქმით, სახელმწიფო თითოეულ პროექტს გრძელვადიანი შედეგის გათვალისწინებით აფასებს.

„გზა ისე უნდა აშენდეს, რომ მას ათწლეულების განმავლობაში აღარ დასჭირდეს რეაბილიტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა ხარისხი და ვადების დაცვა. კომპანიები, რომლებიც ამ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, ხოლო ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს