ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

პლატონ კალმახელიძე კახეთის სტიქიაზე: თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან

პლატონ კალმახელიძე კახეთის სტიქიაზე: თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები. დასრულდა დამცავ დამბებამდე მისასვლელი გზის გაყვანა. ამჟამად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები. დასრულდა დამცავ დამბებამდე მისასვლელი გზის გაყვანა. ამჟამად…

თელავში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის, ღვარცოფის ნარჩენებისგან სრულად გაწმენდილია კავკასიონის, სეხნიაშვილის და ალაზნის ქუჩები. დასრულდა დამცავ დამბებამდე მისასვლელი გზის გაყვანა.

ამჟამად კი აქტიურად გრძელდება ქალაქის ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები. სოფლებში ფერმერებს უკვე შეუძლიათ დატბორილ სავარგულებამდე მანქანით შეუფერხებლად გადაადგილება.

სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, შესაბამის სამინისტროებთან აქტიურად მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების გამაგრება.

"თითქმის სრულად გაიწმინდა მოვლენების ეპიცენტრი ნატანი მასისგან. აქტიურად სრულდება გაწმენდითი სამუშაოები კავკასიონის ქუჩაზე, ალაზნის გამზირზე, სეხნიაშვილი ქუჩაზე, ასევე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები დამბების მიმართულებით, გზა გავიდა მესამე დამბამდეც.

ალაზნისა და მდინარე ხევის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ასევე სხვადასხვა სოფლებში ვამუშავებთ სავარგულებს, დაზიანებულ გზებს. მიმდინარეობს მდინარე კისისხევის ნაპირდამცავი სამუშაოების აქტიური გამაგრება მიმდინარეობს", - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს