ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატ მიხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატ მიხ…

რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს დეპუტატ მიხეილ ბერუაშვილთან და „რუსთავის კორპუსის“ წარმომადგენლებთან ერთად, ფალიაშვილის ქუჩაზე გაეცნო.

„მსხვილ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ვახორციელებთ, აქტიურად მიმდინარეობს. დღეისათვის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ერთდროულად მიმდინარეობს ლიფტების, სადარბაზოებისა და სახურავების რემონტი, ამასთანავე ახალი გზების, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია. რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს სარემონტო სამუშაოები 20 მისამართზე უკვე დასრულდა. დღეისათვის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი შენობის 20 სადარბაზოს უტარდება.

2026 წელს, სხვადასხვა ლოკაციაზე, ჯამში 136 სადარბაზოს განახლებაა დაგეგმილი.ამ ეტაპზე, ბინათმესაკუთრეთა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, რუსთავის მერიის ა(ა)იპ „რუსთავის კორპუსი“, სამუშაოებს 200-მდე მისამართზე ახორციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს