ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონს ახალი მენეჯერი ჰყავს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონს ახალი მენეჯერი ჰყავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა კომპანიის გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე, თანამშრომლებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა კომპანიის გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე, თანამშრომლებ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ბესიკ ჯიქურაულმა კომპანიის გურიის რეგიონის ახალი მენეჯერი, ივანე ტაბატაძე, თანამშრომლებს წარუდგინეს.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესრულების ტემპი, ტექნიკური ჯგუფების კოორდინაცია და მომსახურების პროცესის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემების სტაბილურ ფუნქციონირებას, ავარიულ შემთხვევებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ტექნიკური რესურსების სწორად განაწილებასა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და მათზე შედეგზე ორიენტირებული რეაგირება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც რეგიონში ინფრასტრუქტურული საკითხების დროულ გადაწყვეტასა და მოსახლეობისთვის უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე გიორგი გორგობიანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს