ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ქალაქ კასპისა და სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ქალაქ კასპისა და სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად გრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას ინფრასტრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას ინფრასტრ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - იგოეთსა და მრგვალ ჭალაში წყალმომარაგების ახალ ინფრასტრუქტურას აშენებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა ადგილზე მოინახულეს და სამშენებლო პროცესს გაეცნენ.

ამ ეტაპზე, ქალაქ კასპში 1 800 ოჯახი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად სარგებლობს. პროექტის დასრულებამდე ქალაქის დანარჩენი მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან უწყვეტი წყალმომარაგებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობაც ისარგებლებს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები განხორციელდა ქალაქ გორშიც, კერძოდ, ვერხვებისა და ელექტროფიკაციის დასახლებებში, სადაც მოეწყო ახალი ცენტრალური მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების სისტემა. შედეგად, დასახლებების მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 31 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქ კასპსა და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 7 000-მდე ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით პირველად ისარგებლებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს