ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ფოთში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა

ფოთში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. აქციის მიზანი მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. აქციის მიზანი მ…

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ფოთში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

აქციის მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს, ასევე B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია შიდსის და ჰიპერტენზიის მიმართულებით.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას.

16 მარტიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 176 სკრინინგ აქცია ჩატარდა, აქედან ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩაუტარდა 10 ათასამდე ბენეფიციარს, ხოლო ამ აქციებზე ჩატარებული ყველა სახეობის სკრინინგის ჯამური რაოდენობა 56 ათასს გადააჭარბა.

აქციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, მოადგილე ეკა ადამია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, ვიცე მერი ლექსო თოდუა, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა მხეიძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს