ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

ფოთის მერი: საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი მოზარდებისთვის უნიკალური შესაძლებლობა იყო, ეთამაშათ მაღალი დონის მოჭადრაკეებთან, მიეღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ მომავალი წარმატებებისკენ

ფოთის მერი: საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი მოზარდებისთვის უნიკალური შესაძლებლობა იყო, ეთამაშათ მაღალი დონის მოჭადრაკეებთან, მიეღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ მომავალი წარმატებებისკენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი - 2026“ გაიმართა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. წელს ღონისძიებამ განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა. ფესტივალში 530-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, ხოლო სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი - 2026“ გაიმართა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. წელს ღონისძიებამ განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა. ფესტივალში 530-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, ხოლო სა…

ფოთში XIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი - 2026“ გაიმართა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

წელს ღონისძიებამ განსაკუთრებული მასშტაბი შეიძინა. ფესტივალში 530-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, ხოლო საპრიზო ფონდი 65 000 ლარს შეადგენდა.

საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ დააჯილდოვა.

,,ჩვენი ქალაქი კიდევ ერთხელ გახდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მასპინძელი.

ფესტივალი თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ფოთისთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული ღონისძიებაა. მასში ქართველ მოჭადრაკეებთან ერთად საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატებიც მონაწილეობენ.

ჩვენი მოზარდებისთვის კი ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა, ეთამაშათ მაღალი დონის მოჭადრაკეებთან, მიეღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგათ მომავალი წარმატებებისკენ.

ვულოცავ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას, ხოლო ყველა მონაწილეს მომავალშიც არაერთ გამარჯვებას და წინსვლას ვუსურვებ“-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორია ფოთის საჭადრაკო კლუბი „ნანა“.

ფესტივალს ფოთის მრავალფუნქციურმა საცურაო კომპლექსმა უმასპინძლა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს