ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტ…

სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სტიქიით გამოწვეულმა წყალდიდობამ ერისიმედი მნიშვნელოვნად დააზარალა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინეს არსებული საჭიროებები და დეტალურად ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სოფლის აღდგენისა და განვითარების მიზნით განხორციელდება.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილ პროექტების შესახებ. მათ შორის, ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა და ერისიმედის ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი აღდგენა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სოფლის უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს