ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 6

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა

რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა. კომიტეტის თავმჯდომარე ცენტრის საქმიანობას გაეცნო, ბე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა. კომიტეტის თავმჯდომარე ცენტრის საქმიანობას გაეცნო, ბე…

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ესტუმრა.

კომიტეტის თავმჯდომარე ცენტრის საქმიანობას გაეცნო, ბენეფიციარებს შეხვდა და მათგან არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

რატი იონათამიშვილი ასევე შეხვდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოს წევრებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ცენტრის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპების ხელშეწყობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პერსონალური ასისტენტის პროგრამაზე. აღინიშნა, რომ ლაგოდეხი ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ეს პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს, მაგრამ მიუხედავად ამ დადებითი ტენდენციისა, არსებობს რიგი ბარიერები, რომლის აღმოფხვრაც სამომავლოდ დაიგეგმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ, კარლო ჯამბურიამ. მათ მზადყოფნა გამოთქვეს ამ კუთხით მომავალშიც გააგრძელონ მუშაობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს