ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა

ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. „ახალციხის ციხის“ ციტადელზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. „ახალციხის ციხის“ ციტადელზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუ…

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა.

„ახალციხის ციხის“ ციტადელზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები განიხილეს, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში დაცული მდიდარი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, მის განვითარებასა და ახალი ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ნოდარ ტატალიშვილი და გიორგი მელიქიძე, „ახალციხის ციხის“ დირექტორი ზაზა თამარაშვილი, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ გოგოლაძე, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ჯუმბერ ჩოხელი, მუზეუმისა და ახალციხის ციხის თანამშრომლები ესწრებოდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს