ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

საზაფხულო სპორტულ-შემეცნებითი სპროგრამა რუსთაველი ბავშვებისთვის.

საზაფხულო სპორტულ-შემეცნებითი სპროგრამა რუსთაველი ბავშვებისთვის.
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საზაფხულო სპორტულ-შემეცნებითი სპროგრამა რუსთაველი ბავშვებისთვის. რუსთავის მერია კიდევ ერთ საგანმანათლებლო და სპორტულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე, მოზარდებისთვის საინტერესო და აქტიური გარემოს შექმნას ისა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საზაფხულო სპორტულ-შემეცნებითი სპროგრამა რუსთაველი ბავშვებისთვის. რუსთავის მერია კიდევ ერთ საგანმანათლებლო და სპორტულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე, მოზარდებისთვის საინტერესო და აქტიური გარემოს შექმნას ისა…

საზაფხულო სპორტულ-შემეცნებითი სპროგრამა რუსთაველი ბავშვებისთვის.

რუსთავის მერია კიდევ ერთ საგანმანათლებლო და სპორტულ პროექტს ახორციელებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე, მოზარდებისთვის საინტერესო და აქტიური გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, საზაფხულო სკოლა გაიხსნა. სპორტის სასახლე კი, ბავშვთა საზაფხულო სპორტულ აკადემიას მასპინძლობს.

საზაფხულო სკოლაში მოზარდები, სპეციალურად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, შემეცნებით, შემოქმედებით და გასართობ აქტივობებში არიან ჩართულები. გათვალისწინებულია როგორც სასკოლო დისციპლინები, ისე არაფორმალური განათლება და სახელოვნებო მიმართულება.

პარალელურად, სპორტის სასახლეში, ზაფხულის სპორტული აკადემია ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს სპორტული აქტივობა, წარმატებულ რუსთაველ სპორტსმენებთან შეხვედრა და ჯანსაღი გარემო ელოდებათ.

საზაფხულო სკოლისა და სპორტული აკადემიის სერვისით, 140-მდე რუსთაველი ბავშვი უკვე სარგებლობს.

პროგრამა, ბავშვთა განათლების ხელშეწყობის და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება და ზაფხულის სეზონის აქტიურად გატარების კარგი შესაძლებლობაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს