ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 7

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს

დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია. ვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია. ვი…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი საწარმოების ინფრასტრუქტურას, წარმოებისა და გადამუშავების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროდუქციის შენახვის შესაძლებლობებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.

მინისტრი ასევე შეხვდა კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან ერთად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგები და აგროსექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

„შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების არაერთი საწარმოს საქმიანობას გავეცანით. მსგავსი საწარმოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყანაში სრულ ღირებულებათა ჯაჭვს. ჩვენი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ამასთანავე, ექნება მაღალი საექსპორტო პოტენციალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყველა საწარმო, რომელიც დღეს მოვინახულეთ, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად არის შექმნილი. ეს მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს და ქართულ პროდუქციას, როგორც ხარისხის ნიშანს ამკვიდრებს მსოფლიოში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს