ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 8

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის დაზოგვის მნიშვნელობაზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, შ…

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას განაგრძობს.

სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, შეხვედრები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვემო ბოდბესა და ნუკრიანში გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას სასმელი წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების, მათი დაცვისა და დაზოგვის მნიშვნელობაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ნებართვების, გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მაკა გოდერძიშვილი ესაუბრა.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირებისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რამაზ მამულაშვილი, კომპანიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და სოფელ ბოდბის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ალექსანდრე კოჭლამაზიშვილი.

შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სასმელი წყლის რესურსების მნიშვნელობის, მათი დაცვის აუცილებლობისა და წყლის დაზოგვის პრაქტიკული გზების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წყლის პასუხისმგებლიან მოხმარებასა და თითოეული მოქალაქის როლზე წყლის რესურსების შენარჩუნების პროცესში.

შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაესვა და კომპანიის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიეღო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზაფხულის პერიოდში სასმელი წყლის სარწყავი მიზნებისთვის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ქსელზე დატვირთვას, რის გამოც ცალკეულ დასახლებებში მცირდება სისტემის დებიტი და ფერხდება სასმელი წყლის მიწოდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სასმელი წყლის დანიშნულებისამებრ გამოყენება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში წყლის დაზოგვის კულტურის გაძლიერება და სასმელი წყლის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს