ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

სემეკი „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სემეკი „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტებისათვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შპს „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „საჩხერის წყალკა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შპს „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „საჩხერის წყალკა…

შპს „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტთა საყურადღებოდ! საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა შპს „საჩხერის წყალკანალის“ წყალმომარაგების ლიცენზია. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

შპს „საჩხერის წყალკანალის“ აბონენტებს, საჩხერის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგების მომსახურებას გაუწევს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 032 2930000.

სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, თუ თვლით რომ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში ირღვევა თქვენი უფლებები, მიმართეთ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

სემეკისთვის განცხადების გაგზავნა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე იუსტიციის სახლის მეშვეობით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს