ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 13

ვარლამ წიკლაური სოფელ წყრუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო

ვარლამ წიკლაური სოფელ წყრუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მეორე დღეა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მეორე დღეა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამ…

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მეორე დღეა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი შეხვდა დაზარალებულ ოჯახს, დაათვალიერა არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ინფრასტრუქტურული ზიანის დროულად აღმოსაფხვრელად. მომავალში კი, ტერიტორიაზე მოწესრიგდება გადასასვლელი გზა, რათა მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას.

გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელში არსებული ხევის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა შიდა გზა და სოფელში მცხოვრებ ერთ ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს