ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 10

რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნ…

რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მატივე განცხადებით, მუნიციპალური რეფორმების და სერვისების განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროფესიული გადამზადების კურსი, რუსთავის მერიის 1 500-მდე თანამშრომელს აქვს გავლილი.

„იმ პროექტების პარალელურად, რომლებსაც ჩვენი ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის ვახორციელებთ, რუსთავის მერიის გუნდი მუნიციპალური სერვისების რეფორმას ვაგრძელებთ, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ თანამშრომლების გადამზადებაა. ჩვენი უმთავრესი მიზანი, მოსახლეობისთვის თანამედროვე და განვითარებული მუნიციპალური სერვისების მიწოდებაა. ამ პროცესის ეფექტურად წარსამართად,კი აუცილებელია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც რუსთავის მერიის პროფესიონალ გუნდს აქვს, თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგოთ. შედეგად კი მოსახლეობას კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური სერვისები მივაწოდოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თანამშრომელთა გადამზადება სპეციალურად შემუშავებული მოდულების მიხედვით ხდება და ეფექტურ კომუნიკაციას, სამართლებრივ და საფინანსო სფეროს, ციფრულ პროგრამებსა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებას მოიცავს.

პარალელურად, რუსთავის მერია, მუნიციპალური ტრენინგ-ცენტრის შექმნის კონცეფციაზეც მუშაობს. მერიის 40 თანამშრომელს, ტრენერთა ტრენინგები აქვს გავლილი და საკუთარი ტრენინგ-მოდული, მუნიციპალური საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში აქვს შემუშავებული.

პროფესიული გადამზადების პროგრამის მიზანი, მუნიციპალური სერვისების განვითარება მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სწრაფი და ეფექტური სერვისების მიწოდებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს