ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კურორტ გოდერძიზე სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აჭა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აჭა…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე კურორტ გოდერძიზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას გაეცნო და „გოდერძი რეზორტის“ დირექტორთან, ფრიდონ პაპიძესთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კურორტის განვითარებისთვის დაგეგმილ პროექტებზე. დეტალურად განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ზამთრის პერიოდში გზების უწყვეტი გაწმენდის საკითხები, რაც კურორტზე ოთხივე სეზონის განმავლობაში შეუფერხებელ გადაადგილებასა და ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კურორტზე ჯანდაცვის სერვისების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პროექტის ფარგლებში კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას, რაც საგამოფენო სივრცის, ღია და დახურული ტიპის ავტოსადგომების, თოვლის სატკეპნი ტექნიკისთვის განკუთვნილი ანგარისა და 80 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის მოწყობას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია საგამოფენო ბაზრისთვის საჭირო ნაგებობები, სადაც აფთიაქი, მარკეტი, სწრაფი კვებისა და თხილამურების გაქირავების ობიექტები განთავსდება. პარალელურად მიმდინარეობს ავტოსადგომისა და საპარკინგე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინურ პაქსაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნადიმ ვასაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რენარ ბოლქვაძემ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს