ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 7

დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგროსასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია

დავით სონღულაშვილი: იმერეთი აგროსასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ შპს "ახალ ზეკარს" ეწვია. მინისტრი საწარმოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ შპს "ახალ ზეკარს" ეწვია. მინისტრი საწარმოს…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ შპს "ახალ ზეკარს" ეწვია.

მინისტრი საწარმოს ინფრასტრუქტურას, მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების პროცესს და თანამედროვე საწარმოო შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო.

"იმერეთი აგროსასურსათო წარმოების ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია, სადაც იქმნება მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადგილზე გაცნობას იმ პროცესებისა და ადამიანების, რომლებიც ამ წარმატების საფუძველს ქმნიან", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს "ახალი ზეკარი" მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 200 ტონა დაფნის, 30 ტონა ხილისა და 10 000 ბოთლი ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. წარმოებული პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე გადის ჩინეთში. საწარმოში მუდმივად 8-10 ადამიანია დასაქმებული.

შპს "ახალი ზეკარი" სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. 2022-2023 წლებში კომპანიამ, ხილის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა. 2024 წელს კი ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსებამ 11 500 ლარი შეადგინა.

მინისტრთან ერთად კომპანიაში „ახალი ზეკარი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს