ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 9

დავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს

დავით სონღულაშვილი: საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის მიმწოდებელი იყოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმიანობას ადგილზე გაეცნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმიანობას ადგილზე გაეცნ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს, შპს „აპიჯეოს“, საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა საწარმოს ინფრასტრუქტურა, თაფლის წარმოებისა და გადამუშავების პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიები და მზა პროდუქცია დაათვალიერა.

„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანას აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის საიმედო მიმწოდებელი იყოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერს ამ დარგის განვითარებას - წარმოების გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს „აპიჯეოს“ წლიური წარმადობა 21 ტონას შეადგენს. კომპანია პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის; კომპანიამ 2025 წელს წარმოებული თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანა. საწარმოში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი - 10.

შპს „აპიჯეო“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2019-2021 და 2023 წლებში, თაფლის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს თანამედროვე აგროსაწარმოების შექმნასა და განვითარებას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

თაფლის გადამმუშავებელ საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს