ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებენ კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებენ კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში შპს „ფემილირითეილის“ საწარმოს ეწვია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში შპს „ფემილირითეილის“ საწარმოს ეწვია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. დ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ქუთაისში შპს „ფემილირითეილის“ საწარმოს ეწვია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი საწარმოს ინფრასტრუქტურას, მზა კერძების, საკონდიტრო ნაწარმისა და ნახევარფაბრიკატების წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნო. მინისტრი საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა და დარგის განვითარების, ხარისხის სტანდარტებისა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი საწარმოების განვითარებას, რომლებიც მაღალი ხარისხის, უვნებელ პროდუქციას აწარმოებენ და თანამედროვე სტანდარტების საშუალებით ქმნიან კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქციას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „ფემილირითეილი“ მზა კერძებს, საკონდიტრო ნაწარმსა და ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. კომპანია ასევე ფლობს სასურსათო მაღაზიების ქსელს, რომელიც 30 ფილიალს აერთიანებს. საწარმო 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს