ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

მამუკა რეხვიაშვილი: საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

მამუკა რეხვიაშვილი: საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა რეხვიაშვილი, ფრაქციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა რეხვიაშვილი, ფრაქციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შე…

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა რეხვიაშვილი, ფრაქციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით ახალგაზრდებს შეხვდა. მამუკა რეხვიაშვილმა, საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ახალგაზრდების კითხვებს პირადად უპასუხა.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ახალგაზრდული მიმართულებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს.

საჯარო განხილვები, ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. შეხვედრების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

,,საჯარო განხილვების მიზანი თითოეული მოქალაქის მოსაზრების მოსმენა და იმ პრიორიტეტების განსაზღვრა იყო, რომლებიც რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიმდინარე განხილვები ახალგაზრდებთან შეხვედრით დავასრულეთ, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობა იყო, მოგვესმინა და გაგვეზიარებინა მათი მოსაზრებები. შეხვედრის მონაწილეებმა საჯარო განხილვების პროცესში საკუთარი იდეები და ინიციატივები წარმოადგინეს, შეავსეს ანკეტები და ის მიმართულებები განსაზღვრეს, რომლებიც პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების პროცესში იქნება გათვალისწინებული. მსგავსი ინტერაქცია გვეხმარება, ერთობლივი ძალისხმევით, უფრო მეტი და კარგი ინიციატივა განვახორციელოთ ჩვენი ქალაქისთვის,” - აღნიშნა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, თემატურ შეხვედრებს ყოველწლიურად მართავს. მოქალაქეებისა და ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში იქნება განხილული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს