ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 8

თელავში საავტომობილო გზების, მდინარე თელავისხევის კალაპოტისა და ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს

თელავში საავტომობილო გზების, მდინარე თელავისხევის კალაპოტისა და ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საავტომობილო გზების, მდინარე თელავისხევის კალაპოტისა და ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონებიც. კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საავტომობილო გზების, მდინარე თელავისხევის კალაპოტისა და ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონებიც. კ…

თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საავტომობილო გზების, მდინარე თელავისხევის კალაპოტისა და ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონებიც.

კახეთში ინფრასტრუქტურის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩავიდა. ისინი ადგილზე ეცნობიან სამუშაოებს.

პროექტირებასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა. დამბების სრული რეაბილიტაცია მოხდება, რომ მომავალში დაზღვეული ვიყოთ მსგავსი შემთხვევებისგან. მოეწყობა ბეტონის დამცავი კედლები, ბეტონის დამცავი ძირი, ასევე საფეხმავლო ტროტუარები გაკეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ.

„მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ძალიან ბევრი სააგენტო აქტიურად არის ჩართული იმისთვის, რომ დროულად მოხდეს იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც მნიშვნელოვანია გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.

„როგორც ხედავთ, საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოების პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი უწყვეტ რეჟიმში მოიაზრებს პროექტირებას და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს