ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 6

დავით სონღულაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს გაეცნო

დავით სონღულაშვილი თელავში სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, თელავში 12 ივლისს განვითარებული სტიქიის შემდეგ მიმდინარე სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„თელავში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის პირველივე დღიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროცესში სრულად არის ჩართული და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციით ყველა საჭირო ღონისძიებას ოპერატიულად ახორციელებს. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოწვევების დროს რეაგირება იყოს სწრაფი, ხოლო ყველა პასუხისმგებელი უწყების მუშაობა - კოორდინირებული და ეფექტიანი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

12 ივლისს, გამთენიისას, ქალაქ თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად, მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია, რის გამოც ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, თელავში ნალექის რაოდენობამ 57.3 მმ შეადგინა, რაც თვის ნორმის 85%-ია.

სტიქიის შედეგად შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფები ადგილზე პირველივე დღიდან მუშაობდნენ. სპეციალისტების მიერ მომზადდა დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს გზების, მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების (ე.წ. „დამბების“) გაწმენდა, ასევე გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა და სხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რაც ქალაქის სტიქიისგან მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს