ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 13

იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან

იმერეთის ტურისტულ პოტენციალს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეცნობიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცნობით ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20 ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენელი იმერეთს ეწვია. ტურის მონაწილეები, მათ შორის ტურო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცნობით ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20 ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენელი იმერეთს ეწვია. ტურის მონაწილეები, მათ შორის ტურო…

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაცნობით ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20 ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენელი იმერეთს ეწვია.

ტურის მონაწილეები, მათ შორის ტუროპერატორები, ეცნობიან იმერეთის ტურისტულ ადგილებს: თერჯოლაში ეთნო საზანოს, ჭიათურას, სვერის სათავგადასავლო ბანაკს ვია ფერატას, ღვინის მარნებს, ღვინის მუზეუმს, მეღვინეობა „სოლომონეს“, წყალტუბოს, ცხენოსანთა კლუბ ART-ის, კერამიკის სახელოსნოს, აგრო სახლ „ქორენას“, ვანს, ვანის მუზეუმს, ნაქალაქარს, „შატო ლაბარას“ და „ უხუთის ეკო სახლს.

ტურის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების შესახებ, რაც მომავალში დაეხმარებათ მრავალფეროვანი პროდუქტების შექმნასა და ვიზიტორებისთვის ტურისტული პროდუქტის სწორად შეთავაზებაში.

ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები და ტუროპერატორები ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვივნენ.

ტექნოლოგიური ჰაბი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას. მისი მიზანია, სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ადამიანებს შეუქმნას შესაძლებლობა, ისწავლონ, შექმნან, გამოსცადონ და განავითარონ ტექნოლოგიური იდეები ერთ სივრცეში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს