ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალციხის მუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ახალციხის მუ…

მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან ბექა კობახიძესთან, საპროექტო ორგანიზაციისა და გეოლოგების წარმომადგენლებთან ერთად თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილ ადგილზე იმყოფებოდა.

„პროექტის მოსამზადებლად წინასაპროექტო გეოლოგიური კვლევა ჩატარდა. პროექტირების დასრულების შემდეგ კი ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადდება.

ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი სოფელ სხვილისში, ე.წ. ფარეხის ტერიტორიაზე აშენდება, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დროებით სარგებლობაში გადასცა.

პროგრამის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსი, რომელიც სამცხე - ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს