ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ონის შესასვლელთან, საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელთან, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მეწყრული უბნის აღდგენა და გზის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის აუცილებელი დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების პარალელურად, მოძრაობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად მოწყობილია დროებითი შემოვლითი გზა, რომელზეც დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნული მარშრუტი ადგილობრივ მოსახლეობას და რეგიონის სტუმრებს სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეუფერხებელი გადაადგილების საშუალებას აძლევს.

„მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება ონის გზის მონაკვეთზე, სადაც იყო ქვათაცვენის პრობლემა, საჭირო იყო გზის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ძალიან მოკლე ვადებში უზრუნველყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, რომლითაც უკვე სარგებლობენ ონელები, რაჭველები და რაჭის სტუმრები. ასევე, პარალელურ რეჟიმში გრძელდება ძირითადი საგზაო მონაკვეთის გამაგრება. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ტარდება იმისათვის, რომ მომავალში იყოს თავიდან არიდებული ქვათაცვენა და მსგავსი ტიპის პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების დასრულებისთანავე, ქალაქ ონის შესასვლელთან საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთი სრულად აღდგება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს