ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება

პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება. ამ ეტაპზე ამბროლაურის კულტურის სახლი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება. ამ ეტაპზე ამბროლაურის კულტურის სახლი…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ამბროლაურის კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელიც უახლოეს პერიოდში სრულად რეაბილიტირდება.

ამ ეტაპზე ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.

პრემიერ-მინისტრი გაეცნო პროექტს, რომლის თანახმად კულტურის სახლი, სრულყოფილი რეაბილიტაციის შედეგად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და ამავდროულად, ადაპტირებული იქნება თანამედროვე სტანდარტებთან.

„ამბროლაურის კულტურის სახლი არის უნიკალური შენობა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. აქ მოეწყობა მრავალი ფუნქციით დატვირთული სივრცეები. აქ იქნება როგორც თეატრალური წარმოდგენების სივრცე, ასევე სამუზეუმო სივრცე. უნიკალური ექსპონატები აქვს ამბროლაურის კულტურის სახლს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თანამედროვე სტანდარტების სივრცეში იყოს განთავსებული ყველა ეს შესაბამისი ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეაბილიტაციის შედეგად შენობა გახდება მრავალფუნქციური კულტურული ცენტრი, რომელიც სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს გააერთიანებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს