ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ლევან დარსალია: ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას

ლევან დარსალია: ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, 2026-2027 წლის ზა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, 2026-2027 წლის ზა…

„ყველა ეს პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე გუდაურის ტურისტული პოტენციალის გაზრდას“, - განაცხადა მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ლევან დარსალიას თქმით, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის გუდაურში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

„იგეგმება ორი ტრასის, ჯამური სიგრძით 7 500 მეტრი, გათოვლიანების სისტემით აღჭურვა. ასევე სნოუპარკის არეალში ორი ახალი, ბიგელის ტიპის, საბაგიროს, ჯამური სიგრძით 1 400 მეტრის, და 200-მეტრიანი გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ასევე იგეგმება ძველი საბაგიროების - „ხადასა“ და „სნოუპარკის“ - დემონტაჟი. ამასთან, ვგეგმავთ „ახალი გუდაურას“ ტრასის განათებას, რაც ხელს შეუწყობს ღამის სრიალის განვითარებას, ასევე ორი დამატებითი ტრასის - „ტატრა 3“-ისა და „კობი 3“-ის - მოწყობას, რომელთა ჯამური სიგრძე 6 კილომეტრია“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.

პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მათი განხორციელება 15 დეკემბრამდე იგეგმება.

ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს