ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო

ფოთის მერიამ ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია: ახალშობილის დაბადების მოწმო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია: ახალშობილის დაბადების მოწმო…

ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია:

ახალშობილის დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებული იყოს ქალაქი ფოთი;

ახალშობილის მშობლები განცხადების წარდგენამდე არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. რეგისტრაციის წყვეტის შემთხვევაში, ისინი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;

საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოთხოვნა არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად მითითებულია ქალაქი ფოთი.

„დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს: (0493) 22 06 38. პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს