ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები2 წთ საკითხავი👁 12

რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ

რუსთავის მუნიციპალიტეტი და სემეკი, რუსთავში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგს უწევენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. პროექტების მონიტორინგის მიზნით, მე-19 მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე და ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ რუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. პროექტების მონიტორინგის მიზნით, მე-19 მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე და ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ რუ…

რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. პროექტების მონიტორინგის მიზნით, მე-19 მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე და ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნენ რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ,,სემეკის" წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი რევაზ გერაძე და კომპანია ,,GWP"-ის საინვესტიციო პაკეტების მართვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი.

კომპანია ,,ჯი ვი პი", რუსთავში წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას, მე-19 მიკრორაიონში, ლეონიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე და ლომოური-მელიქიშვილის გასასვლელებში აწარმოებს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პროექტების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია ამ ლოკაციებზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. დაგეგმილია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტირებაც.

მონიტორინგის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, სემეკის და რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, წყალმომარაგების კომპანიას, მიმდინარე პროექტების ვადების დაცვით დასრულება მოსთხოვეს.

,,ჩვენთვის მთავარია, სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად და დაცული იყოს ვადები. დღევანდელ შეხვედრაზე, წყალმომარაგების კომპანიას, მიმდინარე პროექტების განსაზღვრულ ვადაში დასრულება მოვთხოვეთ. კონკრეტულად, მე-19 მიკრორაიონში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", მიმდინარე პროექტი, აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც, რუსთავის მერია, ამ ტერიტორიაზე, ახალი გზის მოწყობას დაიწყებს და დისკომფორტს, რომელიც მოსახლეობას აქვს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში აღმოფხვრის", - განაცხადა რუსთავის დელეგატმა პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

,,სემეკის" წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის, რევაზ გერაძის განცხადებით, კომპანია ,,GWP" აღნიშნულ ტერიტორიაზე, დამატებით ბრიგადებს გამოყოფს და პროექტებს დათქმულ ვადებში დაასრულებს.

,,მე-19 მიკრორაიონში, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია უკვე დავასრულეთ, ამ ეტაპზე, წყალარინების ქსელის 900 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ვაწარმოებთ. სამუშაოები ამ ლოკაციაზე, აგვისტოს ბოლოს დასრულდება. რამდენიმე დღეში ვასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს აღმაშენებლის გამზირზეც. რაც შეეხება ლეონიძის სახელობის ქუჩას, აქ 1.2 კილომეტრიან მონაკვეთზე იცვლება წყლისა და წყალმომარაგების ქსელი და სამუშაოებს, აქაც 2 კვირის ვადაში დავასრულებთ", - განაცხადა ,,ჯი ვი პი"-ს საინვესტიციო პაკეტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ლოჩოშვილმა.

კომპანია ‘’GWP"-იმ რუსთავის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელის კომპლექსური რეაბილიტაცია, 2022 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში შესრულებული სამუშაოს შედეგად, რუსთავის წყალმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად გადაწყვეტილია. მიმდინარე წლის პროექტებში, განსაკუთრებული ყურადღება, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ეთმობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს