ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ლაშა ავალიანი გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო

ლაშა ავალიანი გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილთან და პროგრამის მართვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურჯაანის ინტერმუნიციპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილთან და პროგრამის მართვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურჯაანის ინტერმუნიციპ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილთან და პროგრამის მართვის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. თავშესაფარი კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებს ემსახურება. პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში შეყვანილ მიუსაფარ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და დიაგნოსტიკური კვლევები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.


ლაშა ავალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროგრამის ყველა ეტაპზე მაღალი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე-ცხოველის აყვანიდან მის ბუნებრივ არეალში დაბრუნებამდე. ამ მიზნით დაგეგმილია თავშესაფრებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, ასევე თანამშრომლების უწყვეტი გადამზადება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ხარისხის კონტროლი და მისი მუდმივი გაუმჯობესება. ამ მიმართულებით უწყვეტად ხორციელდება თანამშრომელთა გადამზადება როგორც შიდა ტრენინგების, ისე ქართველი და უცხოელი სპეციალისტების,მონაწილეობით.,ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ცხოველთა რაოდენობის ჰუმანური გზით მართვას ემსახურება და ფოკუსირებულია როგორც პატრონიანი, ისე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციაზე. მოვუწოდებ ყველას, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და ჩაერთონ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ პროგრამა სრულიად უფასოა“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

აღსანიშნავია, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ითვალისწინებს როგორც თავშესაფრების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ისე საველე ჯგუფების შესაბამისი სატრანსპორტო და ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, რ

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს