ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 9

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ აგარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ აგარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის…

ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ აგარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა საძინებლები, სათამაშო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და სხვა აუცილებელი სივრცეები. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც ბავშვებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სათამაშო სივრცე მოეწყობა.

საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი, მისი ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. პროექტის დასრულების შემდეგ აღსაზრდელები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე, უსაფრთხო და კეთილმოწყობილ გარემოში მიიღებენ, რაც მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს სოფელ დიდაჭარის ადმინისტრაციული ცენტრის მოწყობაც. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, კეთილმოეწყობა წყარო, აშენდება საყრდენი ფერდსამაგრი კედელი, დაიგება ქვაფენილი და მოეწყობა თანამედროვე გარე განათების სისტემა.

მიმდინარე წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ასევე განხორციელდება რიყეთისა და აგარის ადმინისტრაციული ცენტრების მოწყობა, რაც სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

მიმდინარე სამუშაოებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ მინურ პაქსაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს