ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 10

ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო

ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართულ ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. სა…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ჯემალ და ცისანა სეფიაშვილების შემოქმედებით საღამოს დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

საღამოზე ცნობილი კომპოზიტორი გამორჩეული რეპერტუარით წარსდგა და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შვილთან, ცისანა სეფიაშვილთან ერთად შეასრულა.კონცერტის გამორჩეული ნაწილი იყო სიმღერის „ჩემო ლურჯო ბათუმო“ განახლებული ვერსიის პრემიერა.

ჯემალ სეფიაშვილი უკვე 60 წელია, რაც თავისი შემოქმედებით არაერთ თაობას აერთიანებს. მომავალ წელს კომპოზიტორს 80 წელი უსრულდება. მუსიკალური ტურნე ბათუმიდან დაიწყო და ორგანიზატორების განცხადებით, სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ზურაბ პატარაძე ჯემალ სეფიაშვილს გაესაუბრა და მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, კომპოზიტორის თაყვანისმცემლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს